მომსახურებები/გადაწყვეტები

გათბობა / გაგრილება

გათბობა/გაგრილება სისტემები მოიცავს

ბაუმერი გთავაზობთ გათბობა-გაგრილების სისტებემების დაპროექტებას თქვენი საჭიროებების გათვალსიწინებით, მის მონტაჟს თანამედროვე ტექნოლოგიების და საერთაშორისო ბრენდების მიერ წარმოებული მასალების გამოყენებით. 

გათბობა-გაგრილების სისტემები მოიცავს:

  • VRF სისტემა, ცენტრალური სისტემაა, რომელიც შედგება ერთი ან რამოდენიმე გარე ბლოკისგან. გამოიყენება ნებისმიერი ტიპის ობიექტზე,  ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. არის ენერგოეფექტური, მაღალხარისხიანი და აქვს ცენტრალური მართვის სისტემა.
  • VRV სისტემა, მსოფლიოს წამყვანი ბრენდი DAIKIN-ისგან, რომელიც არის მულტი-სპლიტ ტიპის კონდიციონერი კომერციული შენობებისთვის, რომელიც იყენებს Daikin-ის მიერ შემუშავებულ ცვლადი გამაგრილებლის ნაკადის კონტროლს, რათა მომხმარებელმა უზრუნველყოს ინდივიდუალური ზონის კონტროლი შენობის თითოეულ ოთახში და სართულზე, აქვს ენერგიის დაზოგვის ფუნქცია.
  • ჩილერები, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს, მუშაობის ეფექტურობას და ენერგიის დაზოგვას. შესაძლებელია ოპტიმალური მოდელის შერჩევა საშუალო და დიდი ობიექტებისთვის.
  • მულტიზონალური სისტემა, იძლევა საშუალებას თითოეულ ოთახში ან სივრცეში საჭიროებისამებრ, ინდივიდუალურად გადაანაწილოს ტემპერატურა, რაც კომფორტის ხარისხს და ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად ზრდის. 
  • ფანკოილები (FCU), გამოიყენება საცხოვრებელი, კომერციული და სამრეწველო შენობების HVAC სისტემებში, დაკავშირებულია სადინართან და თერმოსტატთან, რათა დაარეგულიროს ერთი ან მეტი ადგილის ტემპერატურა და დაეხმაროს ჰაერის გადამამუშავებელ ძირითად განყოფილებას თითოეული სივრცისთვის ცხელი/ცივი ჰაერის მიწოდებაში, ეკონომიურია სიმარტივის, მარტივი მოვლის და მოქნილობის გამო. 

ვენტილაციის სისტემები

ვენტილაციის სისტემები მოიცავს

კომპანია ბაუმერის მიერ დაპროექტებული და დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე, საერთაშორისო ბრენდების წარმოებული სავენტილაციო სისტემები, ჰაერის ნაკადის მართვის საშუალებით, ხელს უწყობს ნებისმიერი ტიპის შენობაში უსაფრთხო, ჯანსაღი და ენერგოეფექტური გარემოს შექმნას.

 

ვენტილაციის სისტემები მოიცავს:

  • რეკუპირატორი – ენერგოეფექტურია, უხმაუროდ მუშაობს, ახდენს ობისა და სოკოების, დამაბინძურებლების გაჩენის პრევენციას. ჰაერს ისეთ დონეზე ფილტრავს, რომ ოთახის განიავების საჭიროება აღარ არსებობს.
  • ჰაერის გამტარი დანადგარები, აგროვებს გარე და ოთახსის ჰაერს, აშორებს მტვერს და სხვა დამაბინძურებელ ნაწილაკებს, არეგულირებს ტემპერატურას, ტენიანობას და არხების მეშვეობით ოთახს აწვდის ეკოლოგიურად სუფთა, კონდიცირებულ ჰაერს.
  • აუზის სავენტილაციო სისტემა – აუცილებელია ქლორის და ჯანსაღი ჰაერის კონტროლისთვის.
  • ROOFTOP ვენტილაცია – უზრუნველყოფს ჰაერის კომფორტულ ხელმისაწვდომობას და ოპტიმალურ HVAC გადაწყვეტას ნებისმიერი ტიპის შენობისთვის, სახლების, ბინების კომპლექსების, დიდი კომერციული შენობების, სკოლებისა და საავადმყოფოების ჩათვლით.

 

გამართული ვენტილაციის სისტემების საშუალებით შენობაში შემოდინდება ჯანსაღი ჰაერი, ხოლო დაბინძურებული ჰაერი გარეთ გაედინება, რაც დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, აქრობს ტენიანობას, რაც უზრუნველყოფს კონდენსაციის, დამაბინძურებლებისა და ობის გამომწვევი მიზეზების მინიმუმამდე დაყვანას, აღმოფხვრის სუნსა და სხვა მინარევებს.

წყალმომარაგების სისტემები

წყალმომარაგება მოიცავს

წყალმომარაგების სისტემების მოწყობა ნებისმიერი ტიპის შენობებისთვის, როგორიცაა სასმელი წყლის მიწოდება, სახანძრო წყლის უზრუნველყოფა, ტექნოლოგიური წყალმომარაგება.
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმებისა და წყლის ხარისხის ლაბორატიურიული მოკვლევის გათვალისწინებით, მოხდება პროექტის გეგმის შედგენა და შესაბამისი, მაღალი ხარისხის პროდუქციის შერჩევა. 

ელექტრო გაყვანილობები

ელექტროობა მოიცავს

ელექტრო სამონტაჟო მომსახურება, მიმდინარეობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებისა და რეკომენდაციების სრული დაცვით.
 
მომსახურება მოიცავს, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ  გეგმარებას, საუკეთესო ხარისხის ელექტრო გაყვანილობებს, სპეციალისტების სრულ ჩართულობას პროექტირებიდან მონტაჟის ჩათვლით.

გადაწყვეტილებები ეფუძნება სპეციალისტების დასკვნებს, სათანადო გათვლებსა და საერთაშორისო სტანდარტებს. 

მეხამრიდების და დამიწების სისტემების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ხდება მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სუსტი დენები

სუსტი დენები მოიცავს

კომპანია ბაუმერის მიერ დაპროექტებული და დამონტაჟებული თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე, საერთაშორისო ბრენდების წარმოებული სავენტილაციო სისტემები, ჰაერის ნაკადის მართვის საშუალებით, ხელს უწყობს ნებისმიერი ტიპის შენობაში უსაფრთხო, ჯანსაღი და ენერგოეფექტური გარემოს შექმნას.

ვენტილაციის სისტემები მოიცავს: 
რეკუპირატორი – ენერგოეფექტურია, უხმაუროდ მუშაობს, ახდენს ობისა და სოკოების, დამაბინძურებლების გაჩენის პრევენციას.  ჰაერს ისეთ დონეზე ფილტრავს, რომ ოთახის განიავების საჭიროება აღარ არსებობს. 
ჰაერის გამტარი დანადგარები, აგროვებს გარე და ოთახსის ჰაერს, აშორებს მტვერს და სხვა დამაბინძურებელ ნაწილაკებს, არეგულირებს ტემპერატურას, ტენიანობას და არხების მეშვეობით ოთახს აწვდის ეკოლოგიურად სუფთა, კონდიცირებულ ჰაერს. 
აუზის სავენტილაციო სისტემა – აუცილებელია ქლორის და ჯანსაღი ჰაერის კონტროლისთვის. 
ROOFTOP ვენტილაცია – უზრუნველყოფს ჰაერის კომფორტულ ხელმისაწვდომობას და ოპტიმალურ HVAC გადაწყვეტას ნებისმიერი ტიპის შენობისთვის, სახლების, ბინების კომპლექსების, დიდი კომერციული შენობების, სკოლებისა და საავადმყოფოების ჩათვლით.

გამართული ვენტილაციის სისტემების საშუალებით შენობაში შემოდინდება ჯანსაღი ჰაერი, ხოლო დაბინძურებული ჰაერი გარეთ გაედინება, რაც დადებითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, აქრობს ტენიანობას, რაც უზრუნველყოფს კონდენსაციის, დამაბინძურებლებისა და ობის გამომწვევი მიზეზების მინიმუმამდე დაყვანას, აღმოფხვრის სუნსა და სხვა მინარევებს.

სახანძრო სისტემები

სახანძრო სისტემები მოიცავს

სახანძრო უსაფრთხოების სისტემები მოიცავს:

  • სახანძრო უსაფრთხოება
  • ხანძრის დეტექცია
  • ხმოვანი ევაკუაციის სისტემები
  • ხანძრის ქრობის ავტომატური სისტემები

სახანძრო სისტების მონტაჟის შემდგომ თქვენ შეძლებთ: ცენტრალიზებულად მართვას, ეფექტურ მონიტორინგს, ხანძრის გაჩენის რისკის სწრაფ აღმოჩენას, დროულ რეაგირებას და აღმოფხვრას.

 

ხანძრის ქრობის სისტემის მოწყობისას ბაუმერის გუნდი ითვალისწინებს ბიზნეს საქმიანობის სფეროს, მაგ. წყლის ჭავლით ან ფხვნილით ქრობამ შეიძლება გაანადგუროს საარქივო დოკუმენტები, ელექტრო მოწყობილობები, სერვერები და სხვა.

 

შეგახსენებთ რომ: საქართველოში 41-ე დადგენილებით კანონმდებლობა მოითხოვს უსაფრთხოების სისტემის არსებობას ნებისმიერ კომერციულ შენობაში (სადაც 10-ზე მეტი დასაქმებულია), ასევე მრავალბინიან საცხოვრებელ შენობაში, რომელიც 2017 წლის შემდეგ დასრულდა.

ავტომატიზაცია და IT მომსახურება

ავტომატიზაცია და IT მომსახურება მოიცავს

სწორად და თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ავტომატიზაცია შესაძლებლობას გაძლევთ ერთი მოწყობილობიდან დისტანციურად მართოთ ნებისმიერი ტიპის შენობა, როგორიცაა სავაჭრო ცენტრი, ოფისი, მაღაზია, სამუშაო სივრცე, ქარხანა, ასევე ავტომატურად იმართება უსაფრხოების დეტექტორები, გათბობა-გაგრილების სისტემები ან სხვა ნებისმიერი დანადგარი, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ენერგოეფექტურობას და კომფორტს.

ბაუმერის გუნდი გთავაზობთ:

  • ავტომატიზაციის სისტემები
  • გახმოვანების სისტემები
  • ვიდეო მეთვალყურება
  • დაშვების სისტემები
  • ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია
  • ევაკუაციის გამოცხადების სისტემები
  • IT მომსახურება