კომპანია ბაუმერი

კომპანია ბაუმერი 2013 წელს ახალგაზრდა და ენერგიული გუნდის მიერ შეიქმნა. გუნდი დაკომპლექტებულია ექსპერტული ცოდნის მქონე ქართველი და უცხოელი პროფესიონალებისგან; მთავარ საქმიანობას კი ბაზარზე MEP სისტემების მიმართულებით, სრული სერვისის მიწოდება წარმოადგენს, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

კომპანია ბაუმერი
ჩვენი ისტორია

ჩვენი ისტორია

თავდაპირველად ბაუმერის გუნდი მომხარებელს გათბობის და წყალმომარაგების სისტემების მონტაჟს სთავაზობდა, ამის შემდეგ კომპანიის საქმიანობას დაემატა HVAC სისტემების სრული ინსტალაცია და ექსპლუატაციის შემდგომი სერვისი. 

დღეს კი ბაუმერი წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, რომელიც MEP მასალების იმპორტს/რეალიზაციას, პროექტირებას, მონტაჟს და ექსპლუატაციის შემდგომ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს.

კომპანია ბაუმერს, 10 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს სხვადასხვა სირთულის 170-ზე მეტი პროექტი და 100-ზე მეტი კმაყოფილი, ერთგული მომხმარებელი ჰყავს.

მიზანი, მისია, უპირატესობა

კომპანიის მიზანია MEP სერვისი აიყვანოს ახალ საფეხურზე და კომფორტული, სრულყოფილი სერვისი მიაწოდოს მომხმარებელს; მათთვის იყოს არა მხოლოდ ტექნიკური სამუშაოების შემსრულებელი კომპანია, არამედ გახდეს თანამოაზრე, სრულად შეისწავლოს, მოერგოს მათ საჭიროებებს და სურვილებს. 

კომპანიის მისიას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხიანი, თანამედროვე MEP გადაწყვეტები და სერვისები. 

კომპანიის უპირატესობა: 

– 10 წლიანი გამოცდილება 

– 250-ზე მეტი განხორციელებული პროექტი

– 120ზე მეტი პროფესიონალი კადრი

– 150 000 მ2-ზე მეტი შესრულებული სამუშაო (2019-2023).

მიზანი, მისია, უპირატესობა

ჩვენი გუნდი

ბაუმერის პროფესიონალთა გუნდი შედგება, წლების გამოცდილების მქონე, დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან, რომელთა მთავარი მიზანია მუდმივი სწრაფვა ინოვაციებისა და თანამედროვე ინჟინერიის სრულყოფილებისკენ!

Levan Kirimlishvili

დამფუძნებელი

ლევან ყირიმლიშვილი

2013 წელს დააფუძნა ბაუმერი. აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP ინდუსტრიაში. წარმატებით განახორციელა არაერთი მასშტაბური ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი.

Revaz Kamashidze

დირექტორი

რევაზ ქამაშიძე

MEP ინდუსტრიაში 8 წლიანი გამოცდილებით, 2021 წლიდან შემოუერთდა ბაუმერის გუნდს. არის  Sales Association-ის წევრი და გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი.

Tsotne Shermadini

ფინანსური დირექტორი

ცოტნე შერმადინი

აქვს საფინანსო სექტორში 9 წლიანი სამუშაო გამოცდილება. წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიასთან.

Nini Gvaradze

ადმინისტრაციული განყოფილების ხელმძღვანელი

ნინი გვარაძე

მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობით, ადმინისტრაციული მენეჯმენტის მიმართულებით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი.

Luiza Kirimlishvili

მთავარი ბუღალტერი

ლუიზა ყირიმლიშვილი

2018 წლიდან ბაუმერის მთავარი ბუღალტრის პოზიციას იკავებს. აქვს 13 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე. გავლილი აქვს სხვადასხვა სახის პროფესიული განვითარების ტრენინგები.

Tornike Tsibilishvili

სერვისის განყოფილების ხელმძღვანელი

სერგი მახარაშვილი

აქვს 10 წლიანი სამუშაო გამოცდილება MEP ინდუსტრიაში. სერგი არის სერთიფიცირებული ექსპერტი VRF/ VRV და მაცივარაგენტების სისტემების მომსახურებაში.

Tornike Tsibilishvili

ელექტროობისა და სახანძრო უსაფრთხოების ხელმძღვანელი

თორნიკე თიბიაშვილი

აქვს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ელექტროობის სფეროში. თორნიკე ფლობს ჭკვიანი სახლის და ავტომატიზაციის სისტემების KNX სერტიფიკატს. ბაუმერის გუნდშია 2023 წლიდან.

Dimitri Tatishvili

პროექტ მენეჯერი

დიმიტრი ტატიშვილი

MEP ინდუსტრიაში მრავალწლიანი გამოცდილებით, წარმატებით აქვს განხორციელებული არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტი. ბაუმერის გუნდს შემოუერთდა 2022 წელს.

Salome Kldiashvili

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სალომე კლდიაშვილი

აქვს მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საცალო, ასევე კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზრებზე.

Lasha Kareli

HVAC/R სისტემების ტრენერი

ლაშა ქარელი

სერტიფიცირებული ტექნიკოსი HVAC, მაცივარაგენტებზე მომუშავე მოწყობილობების მომსახურებაში. 2019 წლიდან ლექციებს კითხულობს ჰაერის კონდიცირებაზე, არაერთ კოლეჯსა და სასწავლებელში.

Luka Ghirdaladze

ხარჯთაღმრიცხველი

აკაკი ჭიჭიკოშვილი

მიდეას VRV და VRF სისტემების მომსახურების სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სერტიფიცირებული ტექნიკოსი.

Luka Ghirdaladze

MEP სისტემების ინჟინერ-პროექტანტი

ლუკა ღირდალაძე

აქვს 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება საინჟინრო სისტემების პროექტირებაში. ამ პერიოდში მან განახორციელა არაერთი, მასშტაბური ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტი.

Aleksandre Chanishvili

MEP სისტემების ინჟინერ-პროექტანტი

ალექსანდრე ჭანიშვილი

აქვს 3 წლიანი გამოცდილება საინჟინრო სისტემების პროექტირებაში. ამ წლების განმავლობაში მან მოახერხა კომპლექსური და მასშტაბური საინჟინრო პროექტების განხორციელება.

Gvantsa Kuratishvili

ოფის მენეჯერი

გვანცა კურატიშვილი

აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ოფისის მენეჯმენტის კუთხით, ასევე გავლილი აქვს არაერთი პროფესიული განვითარების ტრენინგი. ბაუმერის გუნდს 2023 წლიდან შემოუერთდა.

საიტ მენეჯერი

ნოდარ ქურხული

4 წლიანი გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა პროფილის კომპანიებში მუშაობისას. მრავალმხრივი პრაქტიკული და თეორიული ცოდნით, იგი ბაუმერის გუნდს 2023 წელს შემოუერთდა.

Vladimir Inasaridze

საწყობის ოპერატორი

ვლადიმერ ინასარიძე

MEP ინდუსტრიაში 6 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მას გავლილი აქვს სასერთიფიკატო და პროფესიული განვითარების სასწავლო პროგრამები. მისი კარიერა ბაუმერში 2021 წლიდან დაიწყო.