თბილისის ცენტრალურ უბანში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ბაზის ბანკის ახალი სათაო ოფისი ბაუმერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია, რომლის ფარგლებში კომპანიამ სრულად უზრუნველყო საინჟინრო სისტემების (MEP) პროექტირება და ინსტალაცია.
ბაუმერისთვის საინჟინრო სფერო მხოლოდ ტექნიკური ამოცანების შესრულებას არ ნიშნავს — ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს შენობაში კომფორტული, უსაფრთხო და ენერგოეფექტური გარემოს შექმნას, როგორც თანამშრომლებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის.

პროექტი ბაუმერისა და მისი საპროექტო მიმართულების — ლეიაუთის გუნდისთვის საინტერესო პროფესიული გამოწვევა იყო. არსებული შენობის თანამედროვე საბანკო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა მოითხოვდა მაღალი სიზუსტის დაგეგმვასა და ინტეგრირებულ საინჟინრო ხედვას, რაც კომპანიამ მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე წარმატებით უზრუნველყო.
BIM მოდელირების გამოყენებით ყველა საინჟინრო სისტემა ციფრულ ფორმატში მაქსიმალური სიზუსტით დაიგეგმა, რამაც სხვადასხვა ქსელების ეფექტური კოორდინაცია და პროექტის ოპტიმიზაცია შესაძლებელი გახადა.
ობიექტის მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია საერთაშორისო ლიდერი ბრენდების გადაწყვეტილებები:
იაპონური პრემიუმ ბრენდის Daikin-ის VRV სისტემები ქმნის ოპტიმალურ კლიმატს, ხოლო Danfoss-ის იატაკქვეშა გათბობა უზრუნველყოფს თბილ და კომფორტულ გარემოს. შენობა აღჭურვილია Brofer-ის რეკუპერაციის სისტემებით, რაც სუფთა ჰაერის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სისტემების ინტეგრაციასა და ავტომატიზაციას — ელექტრობა, ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, ვიდეოთვალთვალი და სახანძრო უსაფრთხოება განხორციელდა საერთაშორისო ბრენდების (Schneider, Vimar, Faber) გადაწყვეტილებებით და სრულად ინტეგრირდა BMS (შენობის მართვის) პლატფორმაში. აღნიშნული სისტემა უზრუნველყოფს პროცესების ცენტრალიზებულ მართვას, გაუმართაობების დროულ იდენტიფიცირებას და პრევენციას, რაც ზრდის შენობის ეფექტურობასა და უსაფრთხოების დონეს.
ბაზის ბანკის სათაო ოფისის პროექტი აერთიანებს ტექნიკურ სიზუსტეს და მომხმარებლის გამოცდილებაზე ორიენტირებულ მიდგომას — სწორედ ეს სინთეზი წარმოადგენს კომპანიის გამოცდილების, პარტნიორული მიდგომისა და ხარისხზე ორიენტირებული მუშაობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მაგალითს.
ბაუმერი — საინჟინრო სრულყოფილება.