ტექნიკური დირექტორი

ბაუმერი ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და დღეისათვის არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს განხორციელებული. Baumer – ბაუმერი ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი

პროფილით პოზიციონირებს:
• საინჟინრო სისტემების პროექტირება.
• საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალების იმპორტი.
• საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

კომპანია ბაუმერი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დირექტორი-ს პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:
• პროექტის პირველადი შესწავლა და ტექნიკური მხარის სრულად შეფასება;
• გეგმის/გრაფიკის შედგენა და საპროექტო სამუშაოების შესრულების მონიტორინგი;
• საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი და პროექტების ფასწარმოქმნა.
• შიდა მიღება-ჩაბარების აქტების დროული წარმოების მონიტორინგი;
• ახალი მიმართულებების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
• ყველა მიმართულების ვადებისა და ტექნიკური შესრულების მონიტორინგი;
• პროექტების დაგეგმილი მარჟების კონტროლი;
• ხარჯთახრიცხვაზე კრიტიკული შენიშვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა, ასევე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ოპტიმალური (რეალური) თანხებისა და ვადების დადგენა;
• ხარჯთაღრიცხვის დეტალური ანალიზი – კონკრეტული პოზიციების შესაბამისად მასალების და ხელობის ფასების ადექვატურობის დადგენა;
• გადახარჯვის, ხარისხობრივი თუ ტექნოლოგიური ელემენტების დარღვევის რისკების პროგნოზირება, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და პრევენცია;
• დამკვეთების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტირება;
• აღმოჩენილ ხარვეზებზე დამკვეთთან კომუნიკაცია და ტექნიკური გამოსავლის მოძიება;
• დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის მითითებების მიცემა და მათი საქმიანობების შეფასება/მონიტორინგი;

მოთხოვნები:
• უმაღლესი ტექნიკური განათლება; (ინჟინერიის მიმართულებით)
• სამშენებლო-საინჟინრო პროექტების ხელმძღვანელად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
• პერსონალის სამუშაოების მენეჯმენტირების გამოცდილება;

პროფესიული უნარები:
• პრეზენტაბელური;
• კომუნიკაბელური;
• ორგანიზებული;
• ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარი;
• მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
• დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
• მენეჯერული უნარები

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00
ანაზღაურება: 4000 ლარი (+ბონუსი)

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გააზიარეთ აღნიშნულ მისამართზე vacancy@baumer.ge , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’ტექნიკური დირექტორი’’.

გისურვებთ წარმატებას!

მისამართი

მ.მაჭავარიანის N 65

CV-ს გაგზავნა

Please enable JavaScript in your browser to complete this form.

ატვირთე CV
გაითვალისწინეთ რომ აუცილებელია CV იყოს PDF ფორმატი და არ აღემატებოდეს 10MB-ს