ბათუმი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქი, სულ უფრო ხშირად ხდება ინოვაციური და მასშტაბური პროექტების მასპინძელი. ამ ახალ სივრცეებს შორისაა კავკასიის უნივერსიტეტისა და სკოლის ახალი კამპუსი, სადაც „ბაუმერმა“ საინჟინრო სისტემების რევიზია და ინსტალაცია განახორციელა.

პრემიუმ კლასის საინჟინრო გადაწყვეტილებები კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში

პროექტის მასშტაბმა და არქიტექტურულმა სირთულემ მოითხოვა საინჟინრო სისტემები, რომლებიც სრულად პასუხობენ პრემიუმ-კლასის სტანდარტებს. საწყის ეტაპზე, „ბაუმერმა“ განახორციელა საინჟინრო სისტემების პროექტის სრული რევიზია და ოპტიმიზაცია.

შენობის გათბობა-გაგრილებისთვის შერჩეულ იქნა იაპონური ბრენდის, Daikin-ის უახლესი VRV სისტემები, ხოლო ჰაერის ცირკულაციის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდა ამავე ბრენდის ვენტილაციის აგრეგატები. აღნიშნული გადაწყვეტილებები სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სტაბილურ და ჟანგბადით მდიდარ გარემოს გარანტიას იძლევა.

ძირითადი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები

ბათუმის კლიმატი, განსაკუთრებით კი მაღალი ტენიანობა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო. კამპუსი მოიცავს დახურულ საცურაო აუზს, სადაც ტენიანობის კონტროლს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ამ მიზნით, „ბაუმერმა“ (Baumer) შენობა აღჭურვა Daikin-ის სპეციალიზებული დატენიანების სისტემით, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული შენობის კლიმატ-კონტროლის ერთიან ქსელში

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სივრცეა სკოლის ატრიუმი — ღია, დიდი მოცულობის ფართობი, სადაც ტემპერატურის სტაბილურობის შენარჩუნება რთულია. „ბაუმერმა“ კავკასიის უნივერსიტეტი და სკოლა აღჭურვა დანიური ბრენდის, Danfoss-ის იატაკქვეშა გათბობის სისტემით, რომელიც ტემპერატურის ოპტიმალურ განაწილებას უზრუნველყოფს

ბაუმერის სტანდარტი – საინჟინრო სრულყოფილება

ბაუმერის მუშაობის პრინციპი მარტივია — თითოეული დეტალი უნდა შეესაბამებოდეს საინჟინრო სრულყოფილების სტანდარტს. კომპანიამ შეიმუშავა სპეციალიზებული ოპერაციული სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ პროექტები ერთიანი სტანდარტით ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ ობიექტზე დანერგილი თითოეული გადაწყვეტა არა მხოლოდ ტექნიკურად ზუსტია, არამედ შექმნილია შენობის გრძელვადიანი ფუნქციონირებისა და კომფორტის გათვალისწინებით.