MEP ექსპრეს-კურსმა კიდევ ერთხელ გააერთიანა ტექნიკური სფეროს მოტივირებული პროფესიონალები. HVAC/R მიმართულებით დაინტერესებულმა მონაწილეებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია, ხოლო ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.

კურსის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ მექანიკური სისტემების ფუნდამენტურ პრინციპებს, სადაც თეორიული ცოდნა შეუხამეს პრაქტიკულ მაგალითებს (Case Studies) და ისარგებლეს ინტერაქტიული, ვიზუალურად დატვირთული სასწავლო მასალებით.