"ჩვენ გვიყვარს საკუთარი საქმე. ჭკვიანი გადაწყვეტილებებით უზრუნველვყოფთ თქვენი პროექტის საინჟინრო მიმართულების სრულყოფილებას."
უკვე 13 წელია კომპანია ბაუმერი უზრუნველყოფს მექანიკური, ელექტრო და წყალგაყვანილობის საინჟინრო სისტემების პროექტირებას, ინსტალაციას და ექსპლუატაციის შემდგომ მომსახურებას.
ჩვენი მიზანია ავიყვანოთ MEP სერვისი ახალ საფეხურზე და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, კომფორტული MEP მომსახურება ინოვაციური გადაწყვეტილებების დახმარებით.

ჩვენი კომპანიის ისტორია 2013 წელს დაიწყო პირველი პროექტების განხორციელებით, რომლებიც მოიცავდა სკოლებს, საბავშვო ბაღებს, თეატრებს, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და სხვა მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ობიექტებს.

ჩვენი პირველი მასშტაბური პროექტი გორის სამხედრო ჰოსპიტალი იყო, რომელმაც კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი განსაზღვრა.

ჩვენი პირველი შოურუმის გახსნამ კომპანიის განვითარების ახალი ეტაპი განსაზღვრა — B2C სეგმენტზე გაფართოვდა და საინჟინრო სისტემების მომსახურებების შეთავაზება.

კომპანიის ისტორიაში ახალი ეტაპი დაიწყო რეგიონული მნიშვნელობის პროექტის — ზუგდიდი მოლის — განხორციელებით.

პროექტების ზრდასთან ერთად გაფართოვდა ჩვენი გუნდიც, რის შედეგადაც თბილისში, მუხრან მაჭავარიანის გამზირზე, კომპანიის ახალი სათაო ოფისი გავხსენით.

დღეს Baumer აერთიანებს 100-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს და აქტიურად არის ჩართული საინჟინრო სისტემების პროექტირებასა და მონტაჟში არაერთ მასშტაბურ პროექტზე, როგორც თბილისში, ისე ბათუმში.

პროექტების განხორციელების პროცესში ბაუმერის მთავარი უპირატესობაა ჩვენი შუამავლის როლი დამკვეთს, არქიტექტორებს, დიზაინერებსა და ინჟინრებს შორის. ეს მიდგომა უზრუნველყოფს პროექტის საუკეთესო შედეგს დამკვეთის ინტერესების გათვალისწინებით.
დღეს ბაუმერი 100-ზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს, რომელთა ცოდნასა და კვალიფიკაციას მუდმივად ვავითარებთ. თანამშრომლების ცოდნისა და პროფესიონალიზმის ამაღლების მიზნით, ჩვენ შევქმენით საკუთარი აკადემია, რომელიც MEP მიმართულებით სპეციალისტების მომზადებას ემსახურება.
ბაუმერის მუშაობის პრინციპი ეფუძნება პროექტირების ინოვაციურ მეთოდებს, პრემიუმ ხარისხის მასალების გამოყენებას და ჭკვიანი საინჟინრო სისტემების მიმართულებით წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობით დაგროვილი ექსპერტიზის პრაქტიკაში დანერგვას.
კომპანია მუშაობს სპეციალურად შემუშავებული სისტემის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ყველა რეგიონში პროექტების ერთიანი სტანდარტით განხორციელებას. იქნება ეს ბათუმი, თბილისი თუ ქვეყნის ნებისმიერი სხვა ნაწილი — ჩვენი კლიენტები ყოველთვის იღებენ ერთნაირ ხარისხს.

Address
65, MUKHRAN MACHAVARIANI STR. 0159 TBILISI, GEORGIA
Mail Us
info@baumer.ge
Call Us
+995 32 2 800 880
+995 577 333 533
Working Hours
Monday - Friday : 10:00am - 7:00pm