ბაუმერის აკადემია
— შექმნილია ბაუმერის მიერ
აკადემიის შესახებ
ბაუმერის აკადემია წარმოადგენს საინჟინრო კომპანია ბაუმერის საგანმანათლებლო ინიციატივას, რომელიც აკადემიის მსმენელებს სთავაზობს პრაქტიკულ გამოცდილებას MEP სისტემების მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების მიმართულებით. სწავლება ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
— We started with
our mission
აკადემიის მისიაა დაეხმაროს კომპანიებს გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანოს სამუშაო ძალის განვითარებაში და ასევე გაუზიაროს ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.


— ბაუმერის აკადემიის სასწავლო პროგრამები
mep ექსპრეს კურსი
სულ რაღაც 30 საათში ეს ინტენსიური პროგრამა გაგაცნობთ MEP ინჟინერიის ძირითად მიმართულებებს, განსაკუთრებული აქცენტით მექანიკურ სისტემებზე. პროგრამის ფარგლებში შეისწავლით ცენტრალური HVAC სისტემების მუშაობის პრინციპებს და შეიძენთ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც რეალური სამუშაო გამოწვევების გადაჭრაში დაგეხმარებათ.
— ბაუმერის აკადემიის სასწავლო პროგრამები
— HVAC/R კურსი
პროგრამის მონაწილეები მიიღებენ მაცივარაგენტების შესახებ საბაზისო და პრაქტიკულ ცოდნას, დაეუფლებიან უსაფრთხოების წესებს და ისწავლიან მოწყობილობების სწორ შერჩევასა და მონტაჟის პროცესების ორგანიზებას. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება Daikin-ის გათბობისა და გაგრილების სისტემების მონტაჟზე, სერვისსა და ექსპლუატაციაში გაშვებაზე — ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.
"შენი საინჟინრო თავგადასავალი იწყება აქ"
ამ პროგრამამ მომცა შესაძლებლობა, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გადამეტანა. გამოცდილი სპეციალისტების გვერდით მუშაობისას რეალურ სისტემებსა და მოწყობილობებს ვაანალიზებდით და ვიხილავდით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პროექტირებისა და შეთავაზების ეტაპებზე ყველაზე ხშირად გამოიყენება.

ჰამლეტ კვასხვაძე
HVAC/R კურსის მონაწილეკურსის ფარგლებში გავიარეთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლება. ჩემთვის განსაკუთრებით ღირებული იყო „Selection“ კომპიუტერული პროგრამის შესწავლა, რომელიც მომავალში სამუშაო პროცესს მნიშვნელოვნად გამიმარტივებს.

ლაშა ყაულაშვილი
HVAC/R კურსის მონაწილეჩვენ გვჯერა, რომ შეცდომები სწავლების ბუნებრივი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ჩვენი სასწავლო მიდგომა სტუდენტებს აძლევს საშუალებას დაუშვან მარტივი შეცდომები, რომლებიც არასდროს დაავიწყდებათ — და გადააქციონ ისინი ღირებულ გამოცდილებად, საინჟინრო სისტემების რეალურ პრაქტიკაში გადატანით.

ლაშა ქარელი
HVAC/R ლექტორი— Innovative training programs designed to help you gain practical skills and build a real profession.
Join baumer academy
Sign up today and become part of the next generation of engineering experts.
FIND US
Address
65, MUKHRAN MACHAVARIANI STR. 0159 TBILISI, GEORGIA
CONTACT US
Mail Us
info@baumer.ge
Call Us
+995 32 2 800 880
+995 577 333 533
REACH US
Working Hours
Monday - Friday : 10:00am - 7:00pm