ბაუმერმა წარმატებით განახორციელა პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსის — „პანორამა ლისის“ სრული საინჟინრო მომსახურება (MEP). პროექტის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, რაც სრულ ჰარმონიაშია ლისის ტბის მიმდებარე რეკრეაციულ ზონასთან.
