baumer, Engineering Excellence
კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსი
ფართობი
10 000 m²
სტატუსი
მიმდინარე
სექტორი
განათლება
წელი
2025
კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსი
ბაუმერის პროექტი
პროექტის მასშტაბმა და არქიტექტურულმა სირთულემ მოითხოვა საინჟინრო სისტემები, რომლებიც სრულად შეესაბამება პრემიუმ-კლასის სტანდარტებს. საწყის ეტაპზე, „ბაუმერმა“ განახორციელა საინჟინრო პროექტის კომპლექსური რევიზია და ოპტიმიზაცია. გათბობა-გაგრილებისთვის შერჩეულ იქნა იაპონური ბრენდის, Daikin-ის უახლესი VRV სისტემები, ხოლო ჰაერის ეფექტური ცირკულაციის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდა ამავე ბრენდის მოწინავე ვენტილაციის დანადგარები. ეს გადაწყვეტილებები ერთობლივად ქმნის სტაბილურ, ჟანგბადით მდიდარ გარემოს როგორც სტუდენტებისთვის, ისე აკადემიური პერსონალისთვის.
შესრულებული სამუშაოები
კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსისთვის „ბაუმერმა“ უზრუნველყო საინჟინრო პროექტის რევიზია და შემდეგი სისტემების ინსტალაცია:
- გათბობა-გაგრილების სისტემები
- ვენტილაციის სისტემები
- წყალმომარაგების სისტემები
- ხანძრის ქრობის სისტემები







