Infinity Ventures Holding-ის წევრი კომპანიები — ბაუმერი და ლეიაუთი, რომლებიც საინჟინრო სისტემების მონტაჟისა და პროექტირების მიმართულებით ოპერირებენ საქართველოს ბაზარზე — მონაწილეობა უძრავი ქონების გამოფენაში მიიღეს. ღონისძიებამ გააერთიანა სამშენებლო სექტორის ძირითად წარმომადგენლები, დეველოპერული კომპანიები და საცალო მომხმარებლები.
კომპანია ბაუმერი უკვე მრავალი წელია ახორციელებს საინჟინრო სისტემების ინსტალაციას და ტექნიკურ მომსახურებას. გამოფენაზე კომპანიამ წარადგინა უახლესი პროექტები, ტექნოლოგიური სიახლეები და საიჟინრო სისტემების ინსტალაციის სტანდარტები, რომლებიც თანამედროვე და უსაფრთხო მშენებლობის აუცილებელი ნაწილია.
„ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ძალიან კარგი შესაძლებლობაა, წარმოვაჩინოთ საინჟინრო სისტემების მნიშვნელობა სამშენებლო სექტორისთვის და ამით ავამაღლოთ ცნობიერება“ – აღნიშნა ლევან ყირიმლიშვილმა ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის დირექტორმა და კომპანია ბაუმერის დამფუძნებელმა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ჰოლდინგის საპროექტო მიმართულება კომპანია ლეიაუთიც, რომელიც მექანიკური, ელექტრობისა და წყალგაყვანილობის სისტემების პროექტირებას ახორციელებს BIM ტექნოლოგიის გამოყენებით. „ჩვენს ძირითად სერვისებთან ერთად, გამოფენამ საშუალება მოგვცა წარგვედგინა ლეიაუთის ახალი მიმართულებები – არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი, რაც ვფიქრობთ ძალიან საინტერესოა გამოფენაზე მოსული ვიზიტორებისა და მონაწილე კომპანიებისთვის“ – განაცხადა საპროექტო მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუკა კვიწინაშვილმა.
Baumer-ისა და Layout-ის გამოფენაზე მონაწილეობით კომპანიებმა ხელი შეუწყვეს სამშენებლო სექტორში ცოდნის გაზიარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. გამოფენის სტუმრებსა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ საინჟინრო სისტემების იმ ასპექტებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე შენობების გამართული ფუნქციონირებისთვის.
Infinity Ventures Holding აერთიანებს საინჟინრო სფეროში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მომსახურების სრულ ციკლს — პროექტირებიდან მასალების მიწოდებამდე, ინსტალაციისა და შემდგომ მომსახურებამდე. ჰოლდინგის მიზანია ინოვაციური, უსაფრთხო და გამართული საინჟინრო სისტემების დანერგვა, როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და ინდუსტრიულ სივრცეებში.