მარტი 15, 2024

ბაუმერი HR hub–ის ორგანიზებით გამართულ კარიერისა და დასაქმების ფესტივალ EXPO JOB 2023-ზე

ბაუმერი UzBuild 2024-ში იღებს მონაწილეობას და ის უზბეკეთის საერთაშორისო სამშენებლო გამოფენაზე „ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგში“ შემავალი საინჟინრო კომპანიის სახით არის წარმოდგენილი. გამოფენამ სტარტი 27 თებერვალს აიღო და ის 1 მარტამდე გაგრძელდება.

UzBuild-ი საერთაშორისო სამშენებლო საზოგადოებაში კარგად ცნობილი პროფესიული ფლაგმან-ღონისძიებაა, რომლის ყოველწლიურ გამოფენებზეც სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სამშენებლო ტექნიკის ადგილობრივი და უცხოელი მწარმოებლების საუკეთესო მიღწევები და გამოცდილებაა წარმოდგენილი. გამოფენა უზბეკეთის რესპუბლიკის მთავრობისა და კერძო სექტორის მხარდაჭერით ტარდება.

ასევე, უზბეკეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, მნიშვნელოვანი შეხვედრები დაიგეგმა. ამ შეხვედრების ფარგლებში, მხარეები ინდუსტრიის მთავარ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს განიხილავენ.

ლინკის კოპირება

';

გააზიარე სოციალურ ქსელებში

სხვა სიახლეები

ჩვენი კომპანიის და MEP ინდუსტრიის შესახებ სხვა სიახლეები, იხილეთ ქვემოთ