baumer office picture

გაცოცხლებული შენობები - სრულყოფილი ინჟინერია ბაუმერისგან

წარმოიდგინეთ რა უსიცოცხლოა შენობა, რომელსაც არ აქვს მექანიკური, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემები. MEP (mechanical, electrical and plumbing engineering) სისტემები ზუსტად ის აუცილებელი ელემენტებია, რომელიც ყველა შენობას, განსაკუთრებით კი თანამედროვე კომერციულ შენობებს სიცოცხლეს სძენს.

 

MEP ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე ფართო დარგია, სადაც ტექნოლოგიები გადამწყვეტ როლს თამაშობენ და შესაბამისად ინოვაციები ამ დარგში ძალიან სწრაფად ინერგება. „თანამედროვე შენობები, იქნება ეს კომერციული, კერძო თუ სამრეწველო, ბოლო ათწლეულში სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდნენ. გიგანტური და კომპლექსური სისტემების მქონე შენობების მართვა, სულაც სმარტფონის საშუალებით, დისტანციურად არის შესაძლებელი. როდესაც ვსაუბრობთ ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე MEP ინდუსტრიაში, არ უნდა წარმოვიდგინოთ მარტო ჭკვიანი სისტემები – ეს მხოლოდ გიგანტური მექანიზმის მცირე ნაწილია. ძირითადი ლოკომოტივი, ამ მიმართულებით ენერგოეფექტური ტექნოლოგიური გადაწყვეტების პოვნა და დანერგვაა, რაც ერთი მხრივ ხარჯთეფექტურია კომპანიებისთვის და მეორე მხრივ სასარგებლოა დედამიწისთვის.“ აცხადებს ბაუმერის დამფუძნებელი ლევან ყირიმლიშვილი.

ლევანმა კომპანია ბაუმერი წლების წინ იმ იდეით დააფუძნა, რომ საქართველოს საინჟინრო ინდუსტრიაში ახალი სიტყვა ეთქვა. გარშემო ახალგაზრდა, გაბედული პროფესიონალების გუნდი შემოიკრიბა და მიზნად დაისახა, რომ სრულყოფილი ინჟინერია ქართულ ბაზარზე მოქმედი ორგანიზაციებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ამ ამბიციური გეგმით და დარგში საექსპერტო ცოდნით, დღეს ბაუმერი ქართული საინჟინრო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. წლების მანძილზე, მსხვილ საერთაშორისო კომპანიებთან პარტნიორებით, ბაუმერმა 170-ზე მეტი პროექტი განახორციელა. კომპანია ორგანიზაციებს თუ კერძო პირებს სრულ MEP საინჟინრო მომსახურებას სთავაზობს, რაც მოიცავს კონსულტაციას, დაპროექტებას, მასალების იმპორტს, მიწოდებას და მონტაჟს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიას აქვს ექსპლუატაციის შემდგომ სერვისი, რაც საბოლოო ჯამში მთლიანი სისტემის უფრო ეფექტურ და გრძელვადიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

„ვფიქრობ, რომ როდესაც შენობაში MEP სისტემები იწყებენ ფუქნციონირებას, მაშინ იწყება შენობის სიცოცხლეც, იქმნება გარემო, რომელიც შენობაში შესულ ადამიანს, პირველად წარმოდგენას უქმნის ორგანიზაციაზე. ვაცნობიერებთ რა ამ პასუხისმგებლობას და ნდობას, რომელსაც ჩვენი დამკვეთები გვიცხადებენ, ვთვლით რომ არ გვაქვს უფლება თითოეულ, თუნდაც უმნიშვნელო დეტალს, უდიდესი ყურადღება არ დავუთმოთ. საბოლოოდ, სწორედ ეს პატარა ნიუანსები ქმნიან ხარისხის იმ სტანდარტს რომელიც ბაუმერმა ბაზარზე დაამკვიდრა.“ – ლევან ყირიმლიშვილი.

 

2023 წელს, ბაუმერმა აქტიურად დაიწყო კომპანიაში ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვა, მათთვის ცოდნის გაზიარება და სამუშაო უნარების განვითარებაზე ზრუნვა. კომპანია MEP საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით საკუთარი აკადემიის შექმნას უახლოეს მომავალში დაანონსებს და 2024 წელს კორპორატიულ თუ საცალო მომხმარებელს ბევრ საინტერესო სიახლეს პირდება.

ბმულის კოპირება

';

გააზიარე სოციალურ ქსელებში

მსგავსი ბლოგი

სხვა საჭირო და საინტერესო ინფორმაციას MEP ინდუსტრიის შესახებ, იხილავთ ქვემოთ