საინჟინრო სისტემების პროექტირებისა და ინსტალაციის კომპანია Baumer-მა და ენერგოეფექტური მშენებლობისა და LEED® სერტიფიცირების კონსალტინგის საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიამ OV Engineering-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ენერგოეფექტური და მდგრადი მშენებლობის პრაქტიკის განვითარებას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას სამშენებლო სექტორში. შეთანხმების ფარგლებში კომპანიები ერთობლივად იმუშავებენ იმაზე, რომ სხვადასხვა სამშენებლო პროექტში დაინერგოს ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე გარემოსდაცვით და ენერგოეფექტურობის სტანდარტებს.

“LEED წარმოადგენს ენერგოეფექტური და მდგრადი მშენებლობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო სტანდარტს. მსგავსი მიდგომებისა და სტანდარტების შემოტანა საქართველოს ბაზარზე ჩვენი პირდაპირი ინტერესია, რადგან ეს ხელს უწყობს სამშენებლო სექტორში ხარისხის ამაღლებას. თანამედროვე შენობა პირველ რიგში უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებას, იყოს ენერგოეფექტური და ამავდროულად მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოსთვის,“ — განაცხადა ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის დირექტორმა და კომპანია ბაუმერის დამფუძნებელმა, ლევან ყირიმლიშვილმა.

ბაუმერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შენობებში გამოყენებული საინჟინრო სისტემები – გათბობა, ვენტილაცია, კონდიცირება, წყლისა და სხვა ტექნიკური სისტემები – მაქსიმალურად ეფექტური და ენერგოდამზოგი იყოს. სწორედ ეს სისტემები და მათში გამოყენებული მასალები წარმოადგენს შენობის ენერგოეფექტურობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ოპერაციულ ხარჯებზე, ისე გარემოზე.

ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს LEED® სერტიფიცირება. LEED-ის პრინციპები მოიცავს ენერგიისა და წყლის ეფექტურ გამოყენებას, ეკოლოგიურად პასუხისმგებელ სამშენებლო მასალებს, ჯანმრთელ შიდა გარემოს და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე დიზაინსა და ინფრასტრუქტურას.

ექსპერტების შეფასებით, ენერგოეფექტური შენობები მნიშვნელოვნად ამცირებს ენერგიის მოხმარებას, ამცირებს ექსპლუატაციის ხარჯებს და ქმნის უფრო ჯანსაღ და კომფორტულ გარემოს შენობის მომხმარებლებისთვის. ამასთანავე, მსგავსი მიდგომები მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც, რადგან ხელს უწყობს თანამედროვე, მდგრადი და ხარისხიანი სამშენებლო ინფრასტრუქტურის განვითარებას.

სწორედ ამიტომ, Infinity Ventures Holding-მა, რომლის წევრიც არის კომპანია ბაუმერი,პარტნიორად შეარჩია OV Engineering — კომპანია, რომელიც დარგის ექსპერტად ითვლება ენერგოეფექტური მშენებლობისა და LEED სერტიფიცირების მიმართულებით.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა ბაუმერის აკადემიის დამატებით სადემონსტრაციო სივრცეში, სადაც ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური ლექცია — „LEED სერტიფიცირება და ენერგოეფექტური შენობები საქართველოში. ლექციაზე განხილული იყო საქართველოში ენერგოეფექტური მშენებლობის განვითარების ტენდენციები და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობა, საუბარი შეეხო საქართველოს სამშენებლო სექტორში ენერგოეფექტურობის არსებულ გამოწვევებსა და პროგრესს, LEED სერტიფიცირების პროცესს, მის სარგებელს და აქტუალობას ქვეყნისთვის.

OV Engineering წარმოადგენს სამშენებლო პროექტების მართვისა და LEED® სერტიფიცირების კონსალტინგის წამყვან კომპანიას, რომელსაც ჰყავს საკუთარი LEED® Accredited Professional (AP) სპეციალისტები და მრავალწლიანი გამოცდილება ენერგოეფექტური და მდგრადი შენობების განვითარების მიმართულებით.

კომპანია ბაუმერი უკვე 13 წელზე მეტია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე უზრუნველყოფს საინჟინრო სისტემების პროექტირების, ინსტალაციას და ტექნიკურ მომსახურებას. ამ დროის მანძილზე ბაუმერის გამოცდილება მოიცავს, როგორც საცხოვრებელ, საოფისე ისე საწარმო და სასაწყობე ობიექტებს თბილისსა და რეგიონებში.