Baumer Garcae

"ბაუმერი" GARCAE-ს წევრი გახდა

კომპანია ბაუმერი ოფიციალურად გახდა GARCAE (საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაცია) წევრი, რომელიც ამყარებს კავშირს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო სტანდარტების, მომსახურების პრაქტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას აღნიშნულ სექტორში, ეს სტრატეგიული ნაბიჯი ბაუმერის მზაობას აღნიშნავს ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრაქტიკისადმი HVAC-ის (გათბობა, ვენტილაცია და კონდიცირების) სწრაფად განვითარებად სფეროში. ამ პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პუნქტია გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლებიც ძალაში შევიდა 2024 წლის პირველი იანვრიდან. ბაუმერის ვალდებულება გარემოსდაცვითი მეთვალყურეობისადმი ახალი არ არის. წლების განმავლობაში სფეროში ლიცენზირებული თანამშრომლები ჰყავს, ამასთან ერთად მუდმივად ითვალისწინებს და სხვადასხვა ახალ სტანდარტს და კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს სამუშაოებს, ეს კომპანიის ხარისხზე და დეტალებზე ორიენტირებულობაზე მიუთითებს, ახალი დადგენილებაც სწორედ ამ ენთუზიაზმით მიიღეს და შესაბამისად ერთ ერთმა პირველებმა მოახდინეს რეაგირება, სერტიფიცირება. კომპანიას აქვს უახლესი ტექნოლოგიების და მდგრადი განვითარების დანერგვის გამოცდილება თავის პროექტებში, ხელს უწყობს გაეროს (UN) მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებას, რაც მოიცავს მსოფლიოში სიღარიბის დასრულებას, ჩვენი პლანეტის დაცვას და ადამიანთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. GARCAE-თან შეთანხმებით, ბაუმერი მიზნად ისახავს გააძლიეროს თავისი გავლენა ინდუსტრიაში, მის პრიორიტეტს წარმოადგენს, როგორც ენერგოეფექტურობა, ასევე გარემოს დაცვა. GARCAE-ს გლობალური პლატფორმა სთავაზობს ბაუმერს წვდომას ცოდნაზე, რესურსებზე და თანამოაზრე ინდუსტრიის ლიდერებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. საუკეთესო პრაქტიკის, შეხედულებებისა და ინოვაციების გაზიარებით, ბაუმერს შეუძლია წვლილი შეიტანოს და ისარგებლოს კოლექტიური ძალისხმევით უფრო მდგრადი და ძლიერი HVAC სექტორის შექმნაში. აღნიშნული თანამშრომლობა და სერტიფიკატის მოპოვება ბაუმერს აძლევს მზაობას მიაწოდოს უახლესი HVAC გადაწყვეტილებები მომხმარებელს, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს, არამედ აღემატება გარემოსდაცვითი მდგრადობის განვითარებად სტანდარტებს, რაც მათ თავიდან აარიდებს ნებისმიერი სახის დისკომფორტს HVAC სისტემების მოხმარებისას.

ლინკის კოპირება

';

გააზიარე სოციალურ ქსელებში

სხვა სიახლეები

ჩვენი კომპანიის და MEP ინდუსტრიის შესახებ სხვა სიახლეები, იხილეთ ქვემოთ