სიახლეები ბაუმერი – თანამედროვე ინჟინერიის სრულყოფილებისთვის
ბაუმერი - თანამედროვე ინჟინერიის სრულყოფილებისთვის
MEP სისტემები ენერგოეფექტურობას, ხარჯთეფექტურობას და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნას უზრუნველყოფს და მოიაზრებს ნებისმიერი შენობის პროექტის ფარგლებში ისეთი საკითხების გადაწყვეტას, როგორებიცაა: გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ელექტრო და წყალგაყვანილობის სისტემების პროექტირება და გამართვა. ბაუმერი გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას ყველა იმ მიმართულების ირგვლივ, რომელსაც აერთიანებს საინჟინრო კომუნიკაციები და MEP სისტემები. კომპანია ბაზარზე ათ წელზე მეტია ოპერირებს და გამოცდილებითა თუ განხორციელებული პროექტებით, ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს იკავებს. ყოველთვის მზად არის ინოვაციებისთვის და რაც მნიშვნელოვანია, ბაუმერის მომხმარებლებისთვის ახალი შეთავაზებები უჩვეულო ამბავი არასდროს არის. ასე უბიძგებს გამოცდილი ბრენდი ორგანიზაციულ მიდგომას პოზიტიური ფორმირებისკენ და სიახლეების დანერგვაზე მუშაობას არ წყვეტს. სფეროს მნიშვნელოვნებაზე და წარმატების ეტაპებზე ლევან ყირიმლიშვილს ვესაუბრეთ, რომელიც კომპანია ბაუმერის 100%-იანი წილის მფლობელი, “Infinity Ventures Holding”-ის დამფუძნებელია. რა ეტაპები გაიარა ბაუმერმა და სად არის დღეს? ყველაფერი 10 წლის წინ დავიწყეთ, ჯანსაღი ამბიციების მიღმა, საკმაოდ კარგად ვიაზრებდი, რომ ქვეყანაში თანამედროვე საინჟინრო კომუნიკაციების ინდუსტრია ჯერ საწყის ეტაპზე იყო და ჩვენ ამ დარგში დიდი შესაძლებლობები დავინახეთ. საწყის ეტაპზე შედარებით მცირე პროექტებით დავიწყეთ, რომელსაც მალევე ბევრად უფრო მასშტაბური და კომპლექსური პროექტები მოჰყვა, რაც იმას გამოხატავს, რომ ჩვენ მუდმივად ზრდაზე ვართ ორიენტირებულები. როგორც აღნიშნეთ თქვენთვის გუნდი და მისი თითოეული წევრის განვითარებაზე ორიენტირებულობა პრიორიტეტია, მოგვიყევით ამის შესახებ გვჯერა, რომ მიღწეულ წარმატებას არ უნდა მივცეთ საშუალება გამოგვამწყვდიოს კომფორტის ზონაში, ახალ-ახალ გამოწვევებს მოაქვს მუდმივი განვითარება და სწორედ ამ დროს იზრდება ადამიანი პროფესიულად და კარიერულად.
უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სფერო ძალიან ინოვაციურია და იმისთვის, რომ თანამედროვე ტრენდებს არ ჩამოვრჩეთ, მუდმივად ვახდენთ თანამშრომლების, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო დონეზე გადამზადებას. ყოველთვის ვესწრებით სხვადასხვა გამოფენებს, ფორუმებს, ტრენინგებს, გვაქვს საშუალება მსოფლიო წამყვან ბრენდებთან თანამშრომლობის, ვუზიარებთ და გვიზიარებენ გამოცდილებას. მოგვიყევით გამოწვევებზე, რომელიც ამ ინდუსტრიაშია და რისი გადალახვაც გიწევთ? გამოწვევებს, ყოველდღიურად ვაწყდებით, როგორც მომხმარებლებთან ურთიერთობისას, ასევე ზოგადად ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე. ბაუმერის მთავარი ბენეფიტი, რასაც მომხმარებელს სთავაზობს სწორედ ისაა, რომ თანაბარი პასუხისმგებლობით ვუდგებით ნებისმიერი მასშტაბის პროექტს, ვპოულობთ ისეთ გადაწყვეტებს, რომელიც სრულად მოერგება მომხმარებლის საჭიროებებს, ამას კი დეტალებზე ორიენტირებულობით, გამოცდილებით და ექსპერტული ცოდნით ვახერხებთ, რომელიც დავაგროვეთ ამ წლების განმავლობაში. თუ ზოგადად სფეროში არსებულ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ინდუსტრიაში მთავარი გამოწვევა კვალიფიციური ადამიანური რესურსის მნიშვნელოვანი სიმცირეა. გამოცდილი და ასაკოვანი კადრები ნელნელა გადიან ბაზრიდან, ახალ თაობას კი, ვცდილობთ ვაჩვენოთ, რამდენად ინოვაციური და საინტერესოა საინჟინრო სისტემები. სწორედ ამიტომ, გაჩნდა ბაუმერის აკადემიის შექმნის იდეა, სადაც ამ ეტაპზე ჩვენი თანამშრომლების გადამზადებას ვახდენთ, 2024 წლიდან კი სრულ აკრედიტაციას მოვიპოვებთ და ნებისმიერ მსურველს შეეძლება, საკუთარი ინტერესის და სურვილის შესაბამისად აირჩიოს საინჟინრო კომუნიკაციების მიმართულება, შემდეგ კი დასაქმდეს ბაუმერში, ან ნებისმიერ სხვა კომპანიაში. რა სამომავლო გეგმები აქვს ბაუმერს? ახალი კადრებით და ძლიერი გუნდით? ბაუმერის სამომავლო გეგმები, ბიზნესის განვითარებასთან ერთად, უკავშირდება მეტი ღირებული საქმის კეთებას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების მხარდაჭერას, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში წვლილის შეტანას და ახალი თაობის წახალისებას ეხება, რომ ეს პროფესია უფრო პოპულარული გავხადოთ და მისი მნიშვნელოვნება უფრო მეტად წამოვწიოთ წინ. რაც შეეხება ბიზნესის განვითარების მიზნებს, ვმუშაობთ ჯერ პროექტირების სერვისით, შემდეგ კი მონტაჟის და ექსპლუატაციის შემდგომი სერვისით ვაპირებთ უცხოურ ბაზრებზე გასვლას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ჩვენი მიზნების მისაღწევად და კომპანიას კიდევ უფრო მეტ გამოცდილებას შესძენს. ადგილობრივი ბაზრისთვის კი, MEP ინოვაციების და ტექნოლოგიური სიახლეების შეთავაზებას ვგეგმავთ; ვძლიერდებით, წინ მივდივართ და საშუალებას ვაძლევთ კომპანიას, უფრო ბევრი მასშტაბური პროექტი განახორციელოს.
სხვა სიახლეები
ჩვენი კომპანიის და MEP ინდუსტრიის შესახებ სხვა სიახლეები, იხილეთ ქვემოთ
მარტი 15, 2024
ბაუმერმა საერთაშორისო სამშენებლო გამოფენა – UzBuild 2024-ში მიიღო მონაწილეობა
ბაუმერი HR hub–ის ორგანიზებით გამართულ კარიერისა და დასაქმების ფესტივალ EXPO JOB 2023-ზე ბაუმერი UzBuild 2024-ში იღებს მონაწილეობას და ის უზბეკეთის საერთაშორისო სამშენებლო გამოფენაზე „ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგში“ შემავალი საინჟინრო კომპანიის სახით არის წარმოდგენილი. გამოფენამ სტარტი 27 თებერვალს აიღო და ის 1 მარტამდე გაგრძელდება. UzBuild-ი საერთაშორისო სამშენებლო საზოგადოებაში კარგად ცნობილი პროფესიული ფლაგმან-ღონისძიებაა, რომლის ყოველწლიურ გამოფენებზეც სამშენებლო მასალების, […]
თებერვალი 8, 2024
“ბაუმერი” GARCAE-ს წევრი გახდა
“ბაუმერი” GARCAE-ს წევრი გახდა კომპანია ბაუმერი ოფიციალურად გახდა GARCAE (საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიციონერების ინჟინერთა ასოციაცია) წევრი, რომელიც ამყარებს კავშირს საჯარო და კერძო სექტორებს შორის, რათა ხელი შეეწყოს საერთაშორისო სტანდარტების, მომსახურების პრაქტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვას აღნიშნულ სექტორში, ეს სტრატეგიული ნაბიჯი ბაუმერის მზაობას აღნიშნავს ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების პრაქტიკისადმი HVAC-ის (გათბობა, […]