ოქტომბერი 27, 2023

ბაუმერი HR hub–ის ორგანიზებით გამართულ კარიერისა და დასაქმების ფესტივალ EXPO JOB 2023-ზე

ბაუმერმა მონაწილეობა მიიღო HR hub–ის ორგანიზებით გამართულ კარიერისა და დასაქმების ფესტივალ EXPO JOB 2023-ში, რომელიც 6 და 7 ოქტომბერს, ექსპო ჯორჯიაში, განათლების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ჩატარდა. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გასაუბრებოდნენ ბაუმერის გუნდის წევრებს, გაეგოთ მეტი კომპანიის ღირებულებების, სამუშაო გარემოს, გამოცხადებული ვაკანსიებისა თუ კარიერული განვითარების შესახებ. ბაუმერი ორი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს სთავაზობდა საინტერესო გასართობ თამაშებს, გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ბაუმერი მუდმივად ეხმარება პროფესიონალ კადრებს რეალიზებაში, უქმნის მათ ჯანსაღ და მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

ბმულის კოპირება

';

გააზიარე სოციალურ ქსელებში

სხვა სიახლეები

ჩვენი კომპანიის და MEP ინდუსტრიის შესახებ სხვა სიახლეები, იხილეთ ქვემოთ: