Baumer completed a new project

ბაუმერი განახლებული ბრენდინგით და დიდი გეგემებით MEP ინდუსტრიაში

MEP (mechanical, electrical and plumbing) სისტემების სრული სერვისის მიმწოდებელი ქართული კომპანია ბაუმერი, მიმდინარე წლის ივნისიდან ბაზარზე განახლებული ბრენდინგით გამოჩნდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიზუალური სტილის განახლება, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია იმ ამბიციური გეგმებისკენ, რომელიც ბაუმერმა წლის დასაწყისში დაისახა.

MEP ინდუსტრიაში ინოვაციები სწრაფად ინერგება, რაც კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს გარემოზე ზიანის შემცირებას და ენერგორესურსების ოპტიმალურ გამოყენებას, სწორედ ამიტომ ბრენდის ძირითად ფერებად ტექნოლოგიებთან ასოცირებული  ცისფერი და ლურჯი შეირჩა. ლოგო ტიპოგრაფიულია, ასო B-ს სიმბოლო  და კონტურული კუთხოვანი ხაზები ლოგოზე, საინჟინრო ნახაზებს მოგაგონებთ.

ვიზუალური სტილი მდიდარია, სხვადასხვა გრაფიკული ელემენტებითა და ინდუსტრიისთვის დამახასიათებელი სიმბოლოებით, რაც სამომავლოდ ეფექტურად გაიშლება ვიზუალურ კომუნიკაციაში.

„ჩვენთვის სრულყოფილება ნიშნავს ხარისხის, პროფესიონალიზმისა და უმაღლესი სტანდარტებისკენ უწყვეტ სწრაფვას, ამავე დროს ღიაობას ახალი იდეებისა და მიდგომების მიმართ. გვჯერა, რომ საუკეთესო შედეგები, მხოლოდ ამ ყველაფრის ერთობლიობით მიიღწევა, შესაბამისად ბრენდის კონცეფციის შემუშავებისას ზუსტად ეს ფილოსოფია გავითვალისწინეთ“ – ლევან ყირიმლიშვილი, დამფუძნებელი.

ENGINEERING EXCELENCE – თეგლაინი ინტეგრირებულია ლოგოშიც. თანამედროვე ინჟინერიის სრულყოფილება და მუდმივი განვითარება, არის იდეა, რაზე დაყრდნობითაც 2015 წელს ბაუმერი შეიქმნა. წლების განმავლობაში კომპანიამ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება დააგროვა, ასევე შეიძინა დარგის ლიდერი, მსხვილი საერთაშორისო პარტნიორები, რაც ბაუმერს საფუძველს აძლევს თამამად განაცხადოს, რომ ნებისმიერი სირთულის MEP პროექტებს სრულყოფილ დონეზე ახორციელებს.

2023 წლიდან, კომპანია აქტიურად აპირებს ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში გააქტიურებას და ბევრ საინტერესო სიახლეს გვპირდება.

ბმულის კოპირება

';

გააზიარე სოციალურ ქსელებში

სხვა სიახლეები

ჩვენი კომპანიის და MEP ინდუსტრიის შესახებ სხვა სიახლეები, იხილეთ ქვემოთ: