დეკემბერი 4, 2023

ბაუმერი თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დასაქმების ფორუმზე

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის 30 ნოემბერს კახა ბენდუქიძის კამპუსში დასაქმების ფორუმი ჩატარდა, სადაც სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშეწყობაში ბაუმერმაც მიიღო მონაწილეობა, 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან ერთად.

გავიცანით ბევრი საინტერესო და წინსვლაზე ორიენტირებული სტუდენტი, რომლებთანაც გავცვალეთ ინფორმაციები, ხედვები ჩვენი ინდუსტრიის განვითარებასთან დაკავშირებით;

დაინტერესებულ სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ბაუმერში გაიარონ სტაჟირება, სადაც ბევრ საინტერესო და ინოვაციურ მიდგომას აღმოაჩენენ მათთვის საინტერესო მიმართულებით.

მოხარულები ვართ საინტერესო და პერსპექტირული სტუდენტების გაცნობით და იმედი გვაქვს, რომ სწორედ ისინი, ჩვენი დახმარებით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ თანამედროვე ინჟინერიის სრულყოფილებაში !

ლინკის კოპირება

';

გააზიარე სოციალურ ქსელებში

სხვა სიახლეები

ჩვენი კომპანიის და MEP ინდუსტრიის შესახებ სხვა სიახლეები, იხილეთ ქვემოთ